ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს - აკია ბარბაქაძე

გამოქვეყნდა:

ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს -  ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა:

"შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა, აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით - ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს.

ორშაბათს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო, უნდა გამოხვიდეთ, მოითხოვოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება." განაცხადა ბარბაქაძემ.

"ეს არის საქართველო - დიდება გმირებს" - რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის 1 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი