ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ისევ დაგვჭირდება შეკრებები - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ისევ დაგვჭირდება შეკრებები და ერთიანი, კოორდინირებული და გაბედული ქმედებები - ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ ის 4 მთავარი პირობა დაასახელა, რომლის გარშემოც სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს:

"ისე, როგორც ერთობით შევძელით დღევანდელი დღე, ასევე ერთობით გავაგრძელებთ სვლას დიდი გამარჯვებისკენ, ჩვენი მთავარი მიზანია არ მივცეთ შესაძლებლობა ქართულ ოცნებას აგვაცდინოს ევროინტეგრაციის გზას და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეკრება, მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის და გვაქვს კონკრეტული ამოცანები:

1. პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირი გაწევრიანებასთან დაკავშირებით;
2.გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ ყველა ადამიანს გვერდში, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა;
3. ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის;
4. ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე. " განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საბოლოო კოორდინაციისთვის მთავარია შეთანხმება მთავარ ეროვნულ საკითხებზე - ტერიტორიულ მთლიანობასა და  ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვაშაძის განცხადებითვე, ამ გზაზე მთავარი დაბრკოლება საქართველოს ხელისუფლებაა, რომლის ცვლილებაც ქართველი ხალხის პასუხისმგებლობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი