თუ პარტნიორები შეამცირებენ უკრაინის მხარდაჭერას ეს გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

თუ საერთაშორისო პარტნიორები შეამცირებენ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას ომში, ეს გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს, რადგან შემდეგ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებს სხვა ქვეყნების ოკუპაციის მიზნით - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო მედიის შეკითხვებს უპასუხა ომის 1 წლისთავზე, განვლილ 1 წელთან დაკავშირებით.

ამერიკული ტელეარხის ABC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეეძლო ეთქვა იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ამერიკელს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ დახმარების შემცირება შეუძლებელია.

"თუ ისინი არ გადაიფიქრებენ, თუ არ დაუჭერენ მხარს უკრაინას, წააგებენ ნატოს. ისინი დაკარგავენ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას. ისინი დაკარგავენ ლიდერის პოზიციებს მსოფლიოში და დაკარგავენ 40 მილიონიანი ერის მხარდაჭერას. 

ამერიკელი ბავშვები ჩვენგან განსხვავებულები არიან? ამერიკელებს არ უყვართ იგივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? მართლა ასე განსხვავებულები ვართ? დარწმუნებული ვარ არა...

ვის უნდა მესამე მსოფლიო ომი? მართლა უნდათ გარისკვა? ამერიკა არასოდეს მიატოვებს ნატოს ქვეყნებს. არასოდეს. და თუ მოხდება, რომ უკრაინა ვერ გაუძლებს ამა თუ იმ დახმარების შესუსტების გამო, რუსეთი მივა ნატოს ქვეყნებამდე, ეს მოხდება, ისინი მოვლენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შევლენ და აიღებენ ბალტიის ქვეყნებს, ეს მოხდება და შემდეგ გაერთიანებული ამერიკის შეერთებული შტატები გაგზავნის თავის შვილებს, როგორც ჩვენ დღეს ვაგზავნით. ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მხოლოდ მშვიდობას და თანადგომას უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი