მორალურად მზად ვართ, ვემზადებით ტექნიკურად - ზელენსკი ყირიმის დეოკუპაციაზე

გამოქვეყნდა:

კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, ყირიმის დეოკუპაციაზე ჰკითხეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამისთვის მორალურად მზადაა და საჭიროა ტექნიკური მომზადება:

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ამიტომ, ვადებზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ: ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. არის სამხედრო ნაბიჯები, ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ჩვენ მზად ვართ მორალურად, ვემზადებით ტექნიკურად: შეიარაღებით, ბრიგადების ფორმირებით, შეტევითი ბრიგადების ფორმირებით" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები სწავლებას უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ გადიან, რადგან საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღს შესწავლა სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი