მადლობელი ვარ, ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ერის თანადგომას, სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით ხელისუფლებაზე - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ვიდეომიმართვას, რომლითაც უკრაინელი დეპუტატი  რუსთაველის გამზირზე გამართულ დღევანდელ აქციას გამოეხმაურა, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს:

"მადლობელი ვარ რომ თბილისში, უკრაინის მხარდასაჭერად ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ერის თანადგომას. სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე. სამთავრობო დელეგაცია დღეს კიევშიც კი არ ჩამოსულა, სამაგიეროდ უკრაინაში ქართველი მოხალისეები იბრძვიან. სამაგიეროდ ათი ათასობით ქართველი ლოცულობს უკრაინისთვის და ეხმარებიან და გვეხმარებიან. ვიცით და ვგრძნობთ ამას. დიდი მადლობა. ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება. რუსეთის იმპერია უნდა დაეცეს. დიდება უკრაინას" ამბობს გონჩარენკო.

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის 1 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი