G7: ქვეყნებს, რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს, სერიოზული ფასი დაუჯდებათ

გამოქვეყნდა:

G7-ის ლიდერებმა ონლაინ მოლაპარაკებები გამართეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ერთი წლისთავზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პირობა დადეს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და იაპონიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

G7-ის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის ურყევი მხარდაჭერა და შეთანხმდნენ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების აუცილებლობაზე.

ლიდერებმა ასევე პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ სანქციების გამკაცრებას, ასევე მხარს დაუჭერენ უკვე დაწესებულ სანქციებს და არ მისცენ მოსკოვს უფლებას, გამონახოს ახალი გზები დაწესებული შეზღუდვებიდან თავის ასარიდებლად.

G7 ასევე მოუწოდებს მესამე ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსეთისთვის მატერიალური მხარდაჭერა სანქციების გვერდის ავლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეს სერიოზული ფასი დაუჯდებათ.

რაც შეეხება ჩინეთის სამშვიდობო წინადადებებს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას პეკინისთვის და რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის პირობებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი