ISW განმარტავს, რატომ არ გააკეთა პუტინმა კომენტარი უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავზე

გამოქვეყნდა:

კრემლმა არ გააკეთა კომენტარი 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის წლისთავზე, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ დასახულ მიზანს და არ ჰქონდა მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს. 

ექსპერტებმა შეამჩნიეს, რომ რუსი დიქტატორს, ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას არ გაუკეთებიათ განცხადებები "საიუბილეო თარიღთან" დაკავშირებით, თუმცა ბოლო სამი დღის განმავლობაში კრემლის ხელმძღვანელს მრავალი საჯარო გამოსვლა ჰქონდა.

ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ პროვოკაციული განცხადებები შეჭრის წლისთავზე გააკეთა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა. მან თქვა, რომ რუსეთი გაიმარჯვებს ომში და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს, რომ "უკან გადასწიოს საზღვრები, რომლებიც საფრთხეს უქმნის [რუსეთს], თუნდაც ის პოლონეთის საზღვრები იყოს".

ISW- მა შეაფასა, რომ მედვედევის განცხადებები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კრემლი აგრძელებს არარეალისტური მაქსიმალისტური მიზნების მიღწევის მცდელობას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რათა უკრაინაში ომის ერთი წლის თავზე რუს ხალხს  რაიმე მნიშვნელოვანი შესთავაზოს. 

რუსმა ყოფილმა ოფიცერმა და კრემლის კრიტიკოსმა იგორ გირკინმა გააკრიტიკა მედვედევის განცხადებები, როგორც არარეალისტური და სინანულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ არავის ახსოვს  რუსეთის მძიმე დანაკარგები. გირკინმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია პროგნოზირებდა, რომ რუსეთმა გაჭიანურებული და ძალისგამომცლელი ომი წამოიწყო.

ამასთან კრემლთან აფილირებული სამხედრო ბლოგერები შეეცადნენ შეემცირებინათ და მსუბუქად წარმოეჩინათ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა, რომელიც ომმა გამოავლინა. მათ ასევე გააძლიერეს კრემლის ცრუ ნარატივი, რომ ომი აუცილებელი იყო დონბასში სავარაუდო უკრაინული "აგრესიის" შესაჩერებლად.

ISW ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პუტინი შეეცდება რუსეთის კატასტროფული სამხედრო წარუმატებლობის წარდგენას, როგორც აუცილებელ გამოცდილებას, რომელსაც იგი გამოიყენებს "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ნატოს მომავალი აგრესიისთვის".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი