
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მისი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი არ შეუშვეს.
როგორც გიული ალასანია ამბობს, კლინიკაში მიზეზები არ განუმარტავთ.
"შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. არავითარი მიზეზი არ იყო, ახსნა-განმარტებას არ ვიღებთ, უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა", - თქვა გიული ალასანიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, ის კვლავ მძიმეა.
"ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ისევ მძიმეა. ადამიანს მუდმივად აქვს სიცხე, ხანდახან 38-ზე მეტი და აქვს გაუსაძლისი სახსრების და მყესების ტკივილი და პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა", - თქვა ალასანიამ.