"თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის, ჩვენ ვუპასუხებთ" - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC-ის ჟურნალისტ დევიდ მუირთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებული შტატები "უპასუხებს", თუ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს მიაწვდის. 

ბაიდენმა თქვა, რომ ჯერჯერობით არ იკვეთება ნიშნები, რომ ჩინეთი ამ ნაბიჯს გადადგამს.

”მე არ ველოდები, ჩვენ ჯერ არ გვინახავს, მაგრამ არ ველოდები ინიციატივას ჩინეთის მხრიდან, რომ რუსეთს იარაღს მიაწვდის”, - უთხრა ბაიდენმა მიურს თეთრ სახლში მიცემულ ინტერვიუში ომის წლისთავზე. 

მიურმა რამდენჯერმე დაუსვა კითხვა პრეზიდენტს - გადალახავს თუ არა ჩინეთი მომავალში ამ საზღვარს და მიაწვდის თუ არა რუსეთს იარაღს - ბაიდენი ამტკიცებს, რომ აშშ ჩინეთს „უპასუხებს“ და მიუთითებდა სანქციებზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი