"მხოლოდ გამარჯვება... უკან დასახევი გზა არ არის და არც იქნება" - უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ენმ-ის წევრები შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის წევრებს უკრაინაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეხვდნენ. მათ ქართველ გმირებს ქართველი ხალხის გზავნილი გადასცეს.

გია ბარამიძემ, ანი წითლიძემ და დავით ხაჯიშვილმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს  თავდადებისა და თავგანწირვისთვის. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ამაყობენ ქართველი ჯარისკაცებით, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ომში საკუთარ სამშობლოსაც იცავენ. 

ქართველების მხარდამხარ უკრაინაში იბრძვიან უცხოელი მეომრებიც აშშ-დან, ირლანდიიდან, იაპონიიდან და ესპანეთიდან.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი