
კიევის ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩო საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს.
კლიჩკო წერს, რომ პოდილსკის რაიონში ხანძრის ჩასაქრობად 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
ხანძარი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ლითონის საწყობში გაჩნდა და დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრი ფართობი იწვის. ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობს ტექნიკა და თითქმის 90 მაშველი.