ხერსონში, საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის  აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, გარდა ამისა ხანძრის ჩაქრობისას მაშველები მორიგი დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ.

ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულს შორის რეგიონული სასწრაფო-სამაშველო სამსახურის ორი თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა გვიან საღამოს ხერსონში საბავშვო ბაღი დაბომბეს, რის შემდეგაც ბაღს ცეცხლი გაუჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი