რატომ ჩამოშორდა გელათის რესტავრაციას წულუკიანი?

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და გელათის სარესტავრაციო სამუშაოები საპატრიარქოს გადააბარა. გადაწყვეტილება ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც  წულუკიანი, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, არქიტექტორ-რესტავრატორებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ეროვნულ მუზეუმში შეხვდა.  

კულტურის სამინისტრო რესტავრაციის  დაფინანსებაზე იღებს ვალდებულებას, სამუშაო პროცესში არ ჩაერევა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც რესტავრაციაზე იმუშავებს, ჯერ გარკვეული არ არის.

რატომ ჩამოშორდა გელათის რესტავრაციას ოცნების უცვლელი მინისტრი თეა წულუკიანი? ნაწილისთვის ეს მცდელობაა წულუკიანი საპატრიარქოს შეურიგდეს. რადგან მღვდელმთავრები  და კულტურის მინისტრი ერთმანეთთან დაპირისპირებას არ მალავდნენ. მეტიც, საპატრიარქოს 15 თებერვლის განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგი იყო. 

მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია რომ თეა წულუკიანს ახლა პროცესებიდან ეს ჩამოშორება იმისთვის სჭირდება, რომ მომავალში ხელი სხვებისკენ გაიშვიროს და თვითონ პრობლემიდან სრულად მშრალი გამოვიდეს. 

ამ გადაბარება-გადმობარებაში კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი ნადგურდება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი