
ღირსების 366 დღე - პუტინის ომის დაწყებიდან 1 წელი და 1 დღე გავიდა. უკრაინა დგას, კიევი დგას, ეს ნიშნავს რომ დასავლეთიც დგას და ცივილიზებული სამყაროც.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. პუტინის გეგმით კიევი 3 დღეში დაეცემოდა, უკრაინას კი მის მიერ დანიშნული მარიონეტული რეჟიმი ეყოლებოდა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა წარმოუდგენელი სიმამაცე და გამბედაობა აჩვენა.
მტერმა საპასუხოდ არ დაინდო ქალები, ბავშვები, მოხუცები - ქუჩებში თუ სახლებში ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. ხვრეტდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავდნენ თავშესაფრებს, სადაც ზუსტად იცოდნენ რომ ბავშვები და ქალები იყვნენ. მოაწყვეს ბუჩა, რომელიც რაშისტების სიველურისა და ბოროტების სიმბოლოდ იქცა. მილიონობით უკრაინელს სამშობლო დატოვება იძულებით მოუწია.
როგორია კიევი ომიდან 1 წლის შემდეგ, მთავარი არხის კორესპონდენტის, ზურაბ პეტროსიანის რეპორტაჟი უკრაინის დედაქალაქიდან.