
21-ე საუკუნეში ცივილიზებული სამყაროს მცველები ქართველი მებრძოლებიც არიან. იბრძვიან უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. ქართველმა მეომრებმა გმირობის ისტორიები უკვე დაწერეს და ახლაც წერენ ბრძოლის ველზე. თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლე დადეს. 36 მებრძოლი ემსხვერპლა პუტინის სისხლიან ომს. ქართველი გმირი მეომრების ნაწილი ახლაც ფრონტის წინა ხაზზეა. პერიოდულად სამშობლოში ბრუნდებიან და ისევ საბრძოლველად მიდიან.
რუსების ბომბები თავზე აცვიოდათ და სანგრებში გამაგრებულებს ტყვიების წვიმაში უწევდათ ბრძოლა, მაგრამ მათ მეხსიერებაში უფრო შემზარავად დარჩა ომისგან შეშინებული ბავშვები, ქალები და უმწეო მოხუცები. ახსოვთ შემზარავი სიჩუმე და სიცარიელე ხალხისგან დაცლილ ირპინში, ბუჩასა თუ იზიუმში.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი