
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
იერიშის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
თავდასხმის დეტალები და ნგრევის მასშტაბები ჯერ კიდევ დგინდება.
"რაშისტული საოკუპაციო ძალების მიერ კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაარტყეს." - წერს კირილენკო