თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 50 132-მდე გაიზარდა. თურქეთში სტიქიას 44 218 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი 5 914.

მიუხედავად იმისა, რომ 240 000-მდე მაშველი და მოხალისე აგრძელებს მუშაობას მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის 11 პროვინციაში, ბოლო დღეებში ვერ მოხერხდა ხალხის ნანგრევებიდან გამოყვანა.

თურქეთის დაზარალებული რეგიონებიდან 530 000-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. მიწისძვრებმა ქვეყანაში 173 000 შენობა დაანგრია ან სერიოზულად დააზიანა და თითქმის 2 მლნ თურქი  დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი