რუსებმა ავდიივკა დღეს უკვე მეორედ, "გრადებით" დაბომბეს - კირილენკო

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა რუსული არმიის ძლიერი ცეცხლის ქვეშაა,  დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი - ინფორმაციას  დონეცკის ოლქის რეგიონალური ხელმძღვანელო პავლო კირილენკო ავრცელებს.

როგორც კირილენკო საკუთარ Telegram არხზე წერს, რუსებმა ქალაქი "გრადებით" დაბომბეს, განადგურებულია სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები.

"ავდიივკა მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. დღეს ერთ დღეში რუსებმა უკვე ორჯერ დაბომბეს ქალაქი არტილერიით, ერთხელ ტანკებით, საზენიტო-სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ასევე დაარტყეს "გრადებით" ჭურვები და რაკეტები გადაფრინდა საცხოვრებელ კვარტლებსა და ინდუსტრიულ ზონაზე - მინიმუმ ერთი ადამიანი დაშავდა", - წერს კირილენკო

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი