
"აზოვის მიმართ უარყოფითი შეხედულებები იყო, თუმცა ომმა შემოატრიალა და შეიცვალა...აზოვი აღიარეს და მოხსნეს შეზღუდვები სოციალურ ქსელებში" - ამის შესახებ "შაბათის მთავარის" ეთერში, აზოვის პოლკის დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი საუბრობს.
მისივე თქმით, აზოვი ახლა უკვე ბრიგადაა, რომლის შემადგენლობაშიც 6 000-მდე ადამიანი ირიცხება, მიზანი კი მარიუპოლის დაბრუნებაა.
"აზოვის პოლკის მიმართ ყოველთვის იყო განსაკუთრებულად უარყოფითი შეხედულება, როგორც სახელმწიფოსგან ისე სხვა ქვეყნებისგან, ხალხისგან, იმიტომ, რომ ძალიან დიდი იდეოლოგია და პროპაგანდა მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა ომმა შემოატრიალა და ეს შეიცვალა რადიკალურად.
ჩვენ გვქონდა პრობლემა Facebook-თან, რომ არ შეიძლებოდა აზოვის სიტყვის დაწერა. მოხდა სხვა სოც. ქსელებთან მუშაობა და აღიარეს და მოხსნეს ეს. ასევე კონგრესის ჯგუფთან ვიზიტის დროს ჩვენ ვმუშაობდით ტყვეებთან დაკავშირებით და 100 %-იანი მხარდაჭერა მივიღეთ, როგორც დემოკრატებისგან ისე რესპუბლიკელი სენატორებისგან.
ბევრი რამ გაკეთდა. აზოვი იყო ბატალიონი, პოლკი და ახლა გახდა ბრიგადა... უკვე 5000-6000 ადამიანისგან შედგება, რომლებსაც მომზადება სჭირდებათ და ვიმედოვნებთ, რომ წელს მალე დავბრუნდებით მარიუპოლში, რომ ისევ იმ ადგილისთვის ვიბრძოლოთ" - ამბობს გიორგი ქუფარაშვილი
იხილეთ ასევე: