ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი გამოაქვეყნა. სანქციების ქვეშ მოექცა Alfa-Bank, ისევე როგორც მისი შვილობილი კომპანიები, მათ შორის Alfa-Bank Kazakhstan, Tinkoff Bank და Rosbank.

შეზღუდვები შეეხო სახელმწიფო მედია ჯგუფ Russia Today-ს.

ინდივიდუალური სანქციები დაუწესდათ ქირურგ ლეონიდ როშალის, რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვას, მედიაჯგუფ Rossiya Segodnya-ს აღმასრულებელ დირექტორ კირილ ვიშინსკის, ჟურნალისტ მარინა ახმედოვას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარეს ვალერი ფადეევს.

სანქციების სრული სია 

გარდა ამისა, როგორც დღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, სანქციები შეეხებათ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინელი ბავშვის დეპორტაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი