
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ამჟამად უკრაინის 1877 ქალაქი და სოფელი აქვს ოკუპირებული - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის მიერ გამართულ, უკრაინის სოლიდარობის ღონისძიების მონაწილეებთან მიმართვისას განაცხადა.
"ჩვენ ვიბრძვით უკრაინის მიწაზე იმისთვის, რის გარეშეც თქვენ, მეგობრებო, ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება. ეს არის ელემენტარული უსაფრთხოება, თავისუფლება და ცხოვრება კანონის მიხედვით, ეს არის ადამიანის ღირსება და ყველა ადამიანის უფლება, მარტივი რამ, რასაც ახლა მოკლებულია უკრაინის 1877 ქალაქი და სოფელი. ოკუპანტი იბრძვის, რომ ეს რიცხვი გაზარდოს" თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ოკუპირებული მარიუპოლი თითქმის 90%-ით გაანადგურა რუსეთმა და ქალაქში აღარ არსებობს შენობა, რომელიც არ დანგრეულა.