დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსები თავდაცვას აძლიერებენ - უკრაინის გენშტაბი 

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები აძლიერებენ დროებით ოკუპირებული ყირიმის თავდაცვას, კერძოდ, აშენებენ სიმაგრეებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

კერძოდ, უწყების ცნობით, ჩელიაბინსკის რეგიონიდან საინჟინრო სამუშაოების შესასრულებლად 150 რუსი წვევამდელი ჩამოვიდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შიშის გამო, დონეცკის ოლქის ჰორლივკას ე.წ. საქალაქო პროკურორმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ევაკუაციისთვის ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი