რუსეთმა პოლონეთს მილსადენ "დრუჟბის" გავლით ნავთობის მიწოდება შეუჩერა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა "დრუჟბის" მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა. ინფორმაციას პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის აღმასასრულებელი დირექტორი ავრცელებს.

"რუსეთმა შეაჩერა მარაგი, რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით. რუსეთიდან ნავთობის მხოლოდ 10% მოგვეწოდება, ამას ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ, - წერს დანიელ ობაიდეკი.

კომპანია ნავთობს რუსულ "ტატნეფტთან" გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებდა. ეს კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

მედიის ინფორმაციიღ, რუსეთიდან ნავთობის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც პოლონეთმა უკრაინას Leoprad-ის ტანკების პირველი პარტია გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი