იტალიის მახლობლად ნავის ჩაძირვის შედეგად 40-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 43 მიგრანტი, მათ შორის ერთი ჩვილი და რამდენიმე ბავშვი დაიღუპა სამხრეთ იტალიის მახლობლად ნავის ჩაძირვის შედეგად. CNN-ის ცნობით, ნავზე 100 მიგრანტი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვის განცხადებით, წყლიდან 80 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, მათ შორის არიანი ისინიც, ვინც ჩაძირვის შემდეგ ნაპირამდე მისვლა მოახერხა. 

სახანძრო ბრიგადის ცნობით, გადარჩენილებს შორის არიან მიგრანტები ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი