"გავლენის აგენტები" | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

სულ მალე "ოცნების" რუსული კანონი საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდება-- ეს ერთგვარი შენელებული მექანიზმის ნაღმია დემოკრატიის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ. გარესამყაროსთან ნებისმიერი საქმიანი კავშირის შემთხვევაში - ამ ორგანიზაციებს "ქართული ოცნება" ახლა აგენტის გამოგონილი სტიგმის მიკერებით ემუქრება.

ამ საკითხს ჩვენ არაერთხელ მივუბრუნდებით, რადგან ეს ერთგვარად ღირსების აყრაა იმ ადამიანებისთვის, ვინც დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში თავის წილ აგურს დებს. თანაც ეს კანონი, რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ ამართლებს, ცინიზმია იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მე-11 წელია არც ერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია ჩვენს ქვეყანაში.

საკუთარი მიზენის მისაღწევად კი ხელისუფლება პროპაგანდასთან და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასთან ერთად, როგორც ირკვევა, სტალინური ყაიდის "დანოსებსაც" გამოიყენებს. მაგრამ მთავარი, რის მიღწევასაც ახლა "ქართული ოცნება" ამ რუსული კანონის გადმოტანით ცდილობს - საქართველოში ევროპული მისწრაფებების საბოლოო საბოტაჟია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი