"უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდება გაამძაფრებს სამხედრო შეტაკებებს" - შოიგუ იმუქრება 

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე კომენტარს მუქარით გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები, სავარაუდოდ, მხოლოდ გაამძაფრებს სამხედრო შეტაკებებს. 

როგორც შოიგუმ რუს პროპაგანდისტებს განუცხადა, "უკრაინაში რუსული ჯარების წინსვლის სიღრმე დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რა შორი მანძილის იარაღს მიიღებს კიევი დასავლეთის ქვეყნებიდან“.

ამ განცხადებით შოიგუ გამოეხმაურა პუტინის კომენტარს, რომ რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწვდის დასავლეთი უკრაინას, რუსეთი მით უფრო მეტად ”გადაიტანს საფრთხეებს თავისი საზღვრებიდან”.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი