"ქართული ოცნების'' რუსული კანონის დაინიცირების პარალელურად, პარლამენტთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი აკია ბარბაქაძე. მისი თქმით, ეს კანონპროექტი ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე მიუთითებს და მისი დამტკიცება საბოლოოდ დაასრულებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს ერთიანობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არ უნდა დაუშვან ქვეყნისთვის საზიანო კანონის მიღება.