დაპირისპირება პანკისში - დაშავებული ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

გამოქვეყნდა:

სოფელ მატანში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული 33 წლის მამაკაცი ამ დრომდე ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში მკურნალობს

ის თელავში, ყამბარაშვილის სახელობია კლინიკაში, თვითდინებით შევიდა და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

ექიმის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაწერენ.

თვალზე დაზიანებები აქვს მიღებული მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმასაც, რომელიც ინციდენტის მონაწილე პირი არ არის და  სოფელ მატანში ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როცა პანკისის ხეობისკენ გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება პანკისელებსა და მატნელებს შორის მომხდარ ინციდენტს. შეთანხმების პირობების მიხედვით, მხარეების შერიგება უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

უხუცესების თანდასწრებით, მსჯელობა გუშინ, პანკისის ხეობაში მას შემდეგ გაიმართა, რაც მატნელმა ახალგაზრდებმა გზა გადაკეტეს და პანკისელებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, დაპირისპირება დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ავტომანქანით გადაადგილებას მოჰყვა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა ხეობაში ქათამი გაიტანეს.  საქმეზე გამოძიება 126-ე, ცემის მუხლით არის დაწყებული.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი