
ბელარუსში, სამხედრო აეროდრომ "მაჩულიშჩიზე" 2 აფეთქება მოხდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ დაზიანებულია რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები. ცნობილია, რომ აეროდრომი მინსკიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.