"ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მისი მიზანია, მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ დამძიმდეს და გაათავისუფლებენ", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრობს.
„მისი მიზანი არის სხვა - ჩემი სხვა. ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მისი მიზანია, მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ დამძიმდეს და გაათავისუფლებენ. რამდენიმე თვეა, რაც პაციენტი ჩვენს კლინიკაშია და სულ ამბობენ, კრიტიკულად მძიმეაო. ჩემი გამოცდილებით, 8 თვე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ მინახავს. პაციენტის მდგომარეობა რომ არ დამძიმდეს, ყველაფერი ავუხსენი და ყველაფერზე უარს გვეუბნება“, - ამბობს დავარაშვილი.