
26 თებერვალს ღამით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. დრონების თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების ინფორმაციით, აფეთქებები იყო კიევის ხმელნიცკის, რეგიონში.
ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათამდე გაგრძელდა.