იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი დაიღუპა იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან ნავის ჩაძირვის შედეგად. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არის ჩვილიც.

მედიის ინფორმაციით, ბორტზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ნავი კალაბრიის რეგიონში, ქალაქ კროტონესთან მახლობლად დაიშალა. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ნავი უამინდობის დროს კლდეს შეეჯახა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ადამიანი ამ დრომდე იძებნება. სანაპირო დაცვის სამსახურმა 80 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.

ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გავიდა, ავღანეთის, პაკისტანის, სომალისა და ირანის მოქალაქეები გადაჰყავდა. ერთი გადარჩენილი მიგრანტი ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი