რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია იწყება. სესიის ფარგლებში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების განხილვა იგეგმება.

სესიის პირველ კვირაში სახელმწიფოთა და მთავრობის 150-მდე მეთაური, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, უკრაინისა და ირანის წარმომადგენლები ისაუბრებენ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წლევანდელ სესიაზე დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის გამოსვლაც.

სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი