უკრაინამ ღამის განმავლობაში ნასროლი 14 "შაჰიდის" დრონიდან 11 ჩამოაგდო - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გამოყენებული 14 "შაჰიდის" დრონიდან 11 ჩამოაგდეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გააკეთა.

უწყების ცნობით, თავდასხმა 23:00 საათიდან დაიწყო. ცნობილია, რომ 9 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის მიმდებარე საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. კიევში საჰაერო იერიში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

წინასწარი ცნობებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი