დარგისთვის წარმოუდგენელი რაღაც მოხდა - ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი გელათის საპატრიარქოსთვის გადაცემაზე

გამოქვეყნდა:

ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრის მეცნიერი, მაკა ბულიას განცხადებით, გელათის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ, რა ფორმით წარმართავს პროცესს საპატრიარქო. 

მისი თქმით, ესწრებოდა სასულიერო პირებთან და მინისტრ წულუკიანთან შეხვედრას, სადაც არ დაკონკრეტებულა რა გზით მოხდება გელათის რეაბილიტაციის გადაცემა საპატრიარქოსთვის. მისი თქმით, აღნიშნულზე რამდენიმე დღეში მთავრობის დადგენილება უნდა გამოქვეყნდეს.

"დეტალები არ იყო განხილული შენახული ამ შეხვედრაზე. ან რა ფორმით მოხდება ეს გადაცემა. იქნება მთავრობის დადგენილება რამდენიმე დღეშიო. ოღონდ, რა ფორმით შედგება, ვთქვათ ჯგუფები რა ფორმით დაკომპლექტდება და ასე შემდეგ, ამაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ წარმართავს საპატრიარქო ამ პროცესს. ჩვენთან, ვინაიდან ჩუბინაშვილის ცენტრს თხოვნით მიმართეს, რომ დასკვნა მომზადდეს, ისინი გულისხმობენ მეცნიერების ჩართულობას, უცხოელი ექსპერტების ჩართულობას. თუმცა, რა ფორმით მოხერხდება ეს ან რა ვადებში, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის", - ამბობს მაკა ბულია. 

კვლევითი ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ტაძრის რეაბილიტაციისას სახელმწიფომ ნაკლები დანაკარგის გზა აირჩია, რაც, საბოლოო ჯამში, დარგისთვის ძალიან ცუდი იქნება.

"შეიძლება, ეს გელათისთვის დღეს გამოსავალი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში დარგისთვის წარმოუდგენელი რაღაც მოხდა", - ამბობს მკვლევარი. 

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს კულტურის სამინისტრომ 3 დღის წინ, 24 თებერვალს გადააბარა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი