მდგომარეობა უფრო გაუარესდა, კიდურებში გაუსაძლისი ტკივილი აქვს, უჭირს წამოდგომა - ლომია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ილია ლომიას თქმით, ბოლო ერთი კვირაა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 

ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცოტა ხნის წინ მოინახულა. 

"წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, ამიტომ მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებლებს, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში, საუბრის უნარიც არ აქვს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდაა და ეს არის მისი მდგომარეობა, უფრო და ურო გაუარესებული. დაახლოებით ერთი კვირაა უფრო გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, კიდურებში გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამიტომ კლინიკის მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებელს.

რა თქმა უნდა, მცირე ოდენობით იღებს საკვებს, მაგრამ იმ ოდენობით, რასაც ითხოვს კლინიკის მედპერსონალი რომ მიიღოს, მას არ შეუძლია, უბრალოდ არ შეუძლია მისი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - თქვა ილია ლომიამ.

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე დასკვნა უკვე მზად არის. გიორგი გრიგოლიას თქმით, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია მოსალოდნელ გართულებებზე. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და ის "კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება". ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს მოინახულეს.

ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაერთვება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, როდის დაიწყება მეორე ინსტანციაში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმის განხილვა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი