სასამართლომ გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გალიფ ოზთურქი 31 მაისს დააკავეს.  მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. თავად ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და პატიმრობას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. 

მოგვიანებით, ოზთურქს ახალი ბრალი წაუყენეს - ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი