
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის, ე.წ. ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათი განცხადებით, ინფიცირებული ექიმის ცვლაში მომუშავე სამედიცინო პერსონალი სრულად კარანტინის რეჟიმშია გადაყვანილი.
ეპიდემიოლოგიური რუკის მიხედვით გამოვლენილ იყო ყველა საეჭვო კონტაქტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ჩატარებულია ტესტირება კოვიდინფექციაზე. ჩატარდა სრული დეზინფექცია რეკომენდაციების მიხედვით და შესაბამისი დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალი სრულად დაკომპლექტდა სხვა სპეციალისტებით, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, კლინიკა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.
დღეს, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსიი 13 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.