საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და შვედეთის ელჩი, ულრიკ თიდერსტრომი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შესახვედრად სამინისტროში მივიდნენ, სადაც ისინი ქართველი მინისტრს საპროტესტო ნოტას გადასცემენ.
განცხადებას ხელს 27 ქვეყანა აწერს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას ან მის შეწყალებას სთხოვს, რათა იგი პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
განცხადების ინიციატორი პოლონური მხარე იყო.
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ელჩები მედიასთან საჯარო განცხადებასაც გააკეთებენ.