გელათის უნიკალური ძეგლის საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით სკანდალური დასკვნის შემდეგ კულტურის მინისტრი პროცესებიდან ჩაიხსნა. ძეგლის რებილიტაციეზე სრული პასუხისმგებლობა ახლა საპატრიაქროს ეკისრება, რასაც უკვე მოჰყვა უკმაყოფილება სპეციალისტებს შორის.
გაურკვეველია, როგორ მოხდება უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციაში ეკლესიის მმართველი ორგანოს ჩართვა. ელოდებიან მთავრობის დადგენილებას, რომელმაც ოფიციალურად უნდა განსაზღვროს, რა ფორმით გადაეცემა საპატრიარქოს გელათის რესტავრაცია-კონსერვაცია.