
თურქეთში დღეს კიდევ ერთი, 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ამჯერად იზმირში დაფიქსირდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ეს ხდება სამი კვირის შემდეგ, რაც დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის პროვინციის ქალაქი იყო. მერმა განაცხადა, რომ ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. არსებული ცნობით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი მოყვა.
AFAD-მა, თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ 6 თებერვლის შემდეგ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში 10 000-მდე სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
იხილეთ ასევე: