
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, ელჩებთან შეხვედრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.
"3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული" - წერს სოციალურ ქსელში ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება მიეცეს, პოლონეთში შესაბამისი სამედიცინო დახმარებისთვის გაემგზავროს.