რუსეთის ქალაქ ბელგოროდში 3 უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ნახეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის მერმა ორშაბათს განაცხადა, რომ იპოვეს სამი უპილოტო საფრენი აპარატის (UAV) ნამსხვრევები. ვალენტინ დემიდოვის თქმით, დაშავებულები არავინაა.

რუსული მხარე ამბობს, რომ უცნობია უპილოტო საფრენი აპარატების ადგილზე მოხვედრის წყარო. მერის განცხადებით, ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელი კომპლექსის ფანჯარას შეეჯახა, ხოლო ქუჩებში კიდევ ორის ნამსხვრევები ნახეს. მერი ამბობს, რომ დაზიანდა 3 მანქანა.

ბელგოროდი უკრაინის საზღვართან დაახლოებით 30 კილომეტრშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი