ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 284 196 შემთხვევა გამოვლინდა - მორიგი რეკორდული ზრდა

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ( WHO) მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონოვირუსით ინფიცირების 284 196 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში შემთხვევათა ზრდის კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში. WHO-ს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში სულ კორონავირუსის 15 296 926 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 628 903 ადამიანი.

წინა რეკორდული ზრდა ორგანიზაციამ 19 ივლისსაც აღრიცხა, მაშინ ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 დღეში 259 848 იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი