გავრცელებული ცნობით, ღამით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ქალაქ ტუაფსეში აფეთქებები მოხდა, რასაც მოჰყვა ხანძარი "როსნეფტის" გადამამუშავებელ ქარხანაში.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალურ ქსელ VK-ში დაადასტურა, რომ ქარხანაში ღამით იყო ხანძარი, თუმცა განაცხადა, რომ "შეშფოთების საფუძველი არ არსებობს".
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ნავთობის ავზები არ დაზიანებულა და რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.