იაპონია რუსი ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

იაპონია რუსი ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის ხელისუფლება, შეზღუდვები დააწესა 48 პირისა და 94 ორგანიზაციის მიმართ. მათი აქტივები იაპონიაში გაიყინება და ფინანსური ტრანზაქციები შეზღუდული იქნება.

სანქციების სიაში შედიან რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კალაშნიკოვის კონცერნის პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი, სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხარიჩევი, მისი მოადგილე ბორის რაპოპორტი და სხვები.

ცალკე სიაში არიან დონბასის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ წარმომადგენლები, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ანექსიაში მონაწილე პირები.

გარდა ამისა, იაპონია სანქციებს უწესებს Rosbank-სა და სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი