ჩვენ გვეგონა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო, თურმე ვივამედშია - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში. ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად. ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ ვივამედში, ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რასაც თვითონ აღიარებენ, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ლტოლვა ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე, რასაც სხვათა შორის, ევროპული საერთაშორისო სასამართლოც კი ეთანხმება.

თქვა "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა და "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, 27 თებერვალს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩმა, იუსტიციის მინისტრს, ბრეგაძეს EU-ს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი