
"ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს
ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური, გარდა იმისა რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტს
ახალგაზრდების, თაობების მასიურად ტვინების წმენდა თუ გინდა, მისწრებაა. ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და იყენებს
ჰოდა, როცა ამბობთ (სამართლიანად) რომ დღევანდელი დეფაქტო ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია ან პირდაპირ რუსეთის დასმულია და ყველგან და ყველაფერში იმას აკეთებს რაც რუსეთს ესიამოვნება ან არ გააღიზიანებს, ეგ ჯარზე არ ვრცელდება?
გგონიათ რომ საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან?
კონტაქტები არ გაქვთ და არ იცით რას ეუბნებიან?
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულწრფელად გჯერათ რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რატომ უნდა უჭერდე მხარს პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ ჯარში ახალგაზრდების წასხმას?
ამას აკეთებს ბიძინა ახლა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით
და ამ მავნებლობის მხადაჭერით, პირდაპირ ეხმარებით მას და, შესაბამისად, რუსეთს
ჰოდა რანაირად უთავსებთ ერთმანეთს ამ
ყველაფერს?
ასე რთულია ამის გააზრება?
წერს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე