
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პეკინში გაემგზავრა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების თემა სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო, ჰუმანიტარული და პოლიტიკური თანამშრომლობაა.
ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ბელარუსი დიქტატორის სი ძინპინთან შეხვედრის მიზანია, დაეხმაროს რუსეთსა და ჩინეთს სანქციების თავიდან აცილებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას.