
რუსული Telegram არხი "Baza" ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქის თავზე 200 კვადრატული კილომეტრი საჰაერო სივრცე დაიხურა. ადგილობრივმა აეროპორტმა კი შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება.
"ბაზა" წერს რომ ჰაერში შენიშნეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რის გამოც შესაბამისი გეგმა ამოქმედდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქის ცაში საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ. გეგმა ძალაში შედის მაშინ, როცა საზღვრის უკანონო კვეთა ხდება, ასევე, მაშინ, როცა საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტია. ეს ნიშნავს, რომ ყველა თვითმფრინავი დაუყოვნებლივ უნდა დაეშვას, ან დატოვოს ტერიტორია.
პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცე 13:00 საათამდე დაკეტილია.